Accentnews.ge
ურეკში, სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, განხორციელდა მოქალაქეების ევაკუაცია

ურეკში, სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, განხორციელდა მოქალაქეების ევაკუაცია

24/06/2021 18:56:55 სამართალი, რეგიონები

დაბა ურეკში, ერთ ერთ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი 3-სართულიანი შენობის სხვენს მოედო და შემდეგ მთელს შენობაზე გავრცელდა.

მეხანძრე მაშველებმა შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის 10 ეკიპაჟია მობილიზებული.

მომხდარის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S