Accentnews.ge
ნგრევა მაიამიში – ათობით ადამიანს ეძებენ

ნგრევა მაიამიში – ათობით ადამიანს ეძებენ

24/06/2021 18:53:34 მსოფლიო

მაიამიში 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 51–ს ეძებენ.

მაშველებმა ნანგრევებიდან 35 ადამიანის გამოყვანა შეძლეს, მათგან ათს სამედიცინო დახმარების დასჭირდა, ორი ჰოსპიტალიზებულია.

რაც შეეხება 51 დაკარგულს, მათთან კავშირზე გასვლა ვერ ხერხდება, თუმცა დაზუსტებით უცნობია, იყვნენ თუ არა ისინი შინ ინციდენტის დროს.

ადგილზე ასობით მეხანძრე და მაშველი მუშაობს, რომლებიც ამწეების საშუალებით ახლომდებარე ბინების მაცხოვრებლების ევაკუაციას ცდილობენ.

როგორც ირკვევა, ნგრევამდე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა ჯერ უცნობია, რა გახდა კორპუსის ნაწილი ჩამონგრევის მიზეზი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S