Accentnews.ge
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა დაუშვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა დაუშვა

24/06/2021 11:41:17 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ფაიზერის" ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება დაუშვა.

ორგანიზაციის ექსპერტთა სტრატეგიული საკონსულტაციო ჯგუფის (SAGE) დასკვნით, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება 12-დან 15 წლამდე მაღალი რისკის ჯგუფის და სხვა პრიორიტეტული კატეგორიის ბავშვებში შესაძლებელია.

გარდა ამისა, ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად დაშვებისა, საჭიროა კიდევ დამატებითი კვლევების წარმოება, კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინის ბავშვებში გამოყენებასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S