"საქართველოში ინდური შტამის ცირკულაცია უკვე 20%–მდე გაიზარდა"
24/06/2021 10:06:15 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ინდური შტამის (დელტა) ცირკულაცია 20%–მდე გაიზარდა.
გამყრელიძე აცხადებს, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში ე.წ. დელტა შტამი ბრიტანულს ანაცვლებს, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ასევე მოსალოდნელია საქართველოშიც.
„რა ინფორმაციაც მაქვს, ქვეყანაში დადასტურებულია დელტა შტამის 20 შემთხვევა, ყველა მათგანი იყო იმპორტირებული შემთხვევა. დელტა შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება, 10-დან 20 %–მდე მერყეობს უკვე მისი ცირკულაცია. ამიტომ, დასაცავია შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები“, – განაცხადა გამყრელიძემ.


