"არავითარი დანაკლისი და გამქრალი ვაქცინები არ არის!"
24/06/2021 09:56:13 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქვეყანაში "ასტრაზენეკას" კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის გარკვეული დოზები დაიკარგა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ „ასტრაზენეკას“ განაწილებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების შესწავლა დაიწყო.
"არაფერი არ გამქრალა და არ აღმოჩენილა. მხოლოდ იმას გიდასტურებთ, რომ სამინისტრო ამ შემთხვევებს სწავლობს, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდა და ზოგადად იმ ფაქტს, რომ დეფიციტია. სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს ამას, დღესაც გახლდნენ ჩვენთან. თვითონ აუდიტის სამსახური, რამდენიმე თვეა, რაც ჩვენთან სხვადასხვა პროგრამას სწავლობს. ამ ფაქტზე, შიდა აუდიტი დღეს, პირველად დილით 10:00 საათზე იყო ჩვენთან, მათ მოითხოვეს დოკუმენტაცია, თუ ნახეს დანაკლისი მერე ვისაუბროთ. არავითარი დანაკლისი და გამქრალი ვაქცინები არ არის",- აღნიშნავს გამყრელიძე.


