Accentnews.ge
კულება – პუტინის ევროკავშირის ლიდერების სამიტზე შესაძლო მიწვევაზე: "ძირს უთხრის სანქციების ეფექტურობასა და არაღიარების პოლიტიკას"

კულება – პუტინის ევროკავშირის ლიდერების სამიტზე შესაძლო მიწვევაზე: "ძირს უთხრის სანქციების ეფექტურობასა და არაღიარების პოლიტიკას"

24/06/2021 08:33:32 მსოფლიო

რუსეთთან დიალოგის აღდგენის მცდელობა საფრთხეს უქმნის არა მარტო ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკას, არამედ ძირს უთხრის სანქციების ეფექტურობას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან ერთობლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა შეშფოთებულია ახლახანს გავრცელებული შესაბამისი ინფორმაციით.

"უმაღლეს წარმომადგენელთან განვიხილეთ ახლახან გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ეხება ინიციატივას რუსეთსა და ევროკავშირს შორის დიალოგის აღდგენის შესახებ. ევროკავშირსა და რუსეთს შორის დიალოგის შეწყვეტა ევროკავშირის სანქციების პოლიტიკის ერთ-ერთ ასპექტად მიგვაჩნია, რუსეთის ქმედებების საწინააღმდეგოდ", – განაცხადა მან და დასძინა, რომ დიალოგის ჩვეულ რეჟიმში აღდგენა "რუსეთს მინსკის შეთანხმების უგულებელყოფის საშუალებას მისცემს".

ცნობისთვის: გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს სურს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევროკავშირის ლიდერების სამიტზე მიიწვიოს, - იუწყება "The Financial Times".

მისივე ცნობით, მერკელის ინიციატივას მხარს უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

"ბერლინში მიიჩნევენ, რომ 16 ივნისს ჟენევაში ჩატარებული აშშ-რუსეთის სამიტი შეიძლება, საფუძვლად დაედოს დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას", – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირისა და რუსეთის სამიტები 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ შეწყდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S