მედია – ლევან ვასაძე ჰოსპიტალიზებულია
24/06/2021 08:05:28 საზოგადოება
ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე განაცხადა, ჰოსპიტალიზებულია, – იუწყება "მთავარი არხი".
"ბიზნესმენი ამ დროისთვის თურქეთის ერთ-ერთი კლინიკაში მკურნალობს. იგი გუშინ სასწრაფო ჩარტერით გადააფრინეს. სავარაუდოდ, ის მოწამლულია, თუმცა ზუსტი დიაგნოზი ჯერ უცნობია. ვასაძის თანაგუნდელები არ გამორიცხავენ, რომ იგი მოწამლეს", – იუწყება "მთავარი არხი".


