
ბაიდენმა ეუთო-ში ელჩად მაიკლ კარპენტერი წარადგინა
24/06/2021 07:42:19 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ეუთო-ში ელჩად მაიკლ კარპენტერი წარადგინა.
მისი კანდიდატურა სენატმა ახლა უნდა დაამტკიცოს.
მაიკლ კარპენტერი პენსილვანიის უნივერსიტეტში დიპლომატიის ცენტრს ხელმძღვანელობს. წარსულში იგი იყო აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში. მანამდე, ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობისას საგანგებო მრჩეველი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. ამასთან, იგი სახელმწიფო დეპარტამენტში კავკასიაში რეგიონალური კონფლიქტების საკითხებზე მუშაობდა.