Accentnews.ge
ათენში დააკავეს მღვდელი, რომელმაც 7 ეპისკოპოსს მჟავა გადაასხა

ათენში დააკავეს მღვდელი, რომელმაც 7 ეპისკოპოსს მჟავა გადაასხა

24/06/2021 07:06:27 მსოფლიო

ათენში დააკავეს მღვდელი, რომელმაც მართლმდადიდებელი ეკლესიის შვიდ ეპისკოპოსს მჟავა შეასხა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც თავდამსხმელი სასულიერო პირისთვის მღვდლობის შეჩერების საკითხს განიხილავდნენ.

სამი ეპისკოპოსი კლინიკაში მკურნალობს, მათ დამწვრობა ძირითადად სახეზე აქვთ მიღებული. ასევე დამწვარია, პოლიციელი, რომელიც ადგილზე მღვდლების დასახმარებლად მივიდა და ისიც ჰოსპიტალიზებულია.

36 წლის სასულიერო პირი, რომლის განკვეთაზეც მღვდლები მსჯელობდნენ, ნარკოტიკების გაყიდვაშია ბრალდებული.

საქმე პირად კონტროლზე აიყვანა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. მომხდარი დაგმო პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S