
“რუსთავი 2” თანამშრომელთა ნაწილს დაატოვებინეს"
23/07/2019 16:21:22 სხვა, საზოგადოება
ტელეკომპანია “რუსთავი 2” დაცვის თანამშრომლებმა დატოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ On.ge ავრცელებს.
ინტერნეტგამოცემას ორმა დამოუკიდებელმა წყარომ განუცხადა, რომ არხის ახალმა მესაკუთრემ ქიბარ ხალვაშმა არხზე დაცვის ახალი თანამშრომლები მიიყვანა, რომლებმაც თავიანთი საქმიანობის შესრულება უკვე დაიწყეს. მისივე თქმით, ყველა მოქმედი თანამშრომელი შვებულებაში გავიდა და უკან აღარ დაბრუნდება.