თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
24/06/2021 06:48:20 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 656 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 861 პირი გამოჯანმრთელდა, 17 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ჩატარდა 30 469 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 944, „პისიარ“ ტესტით – 14 525.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,15 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,43 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,45 პროცენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 656 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 368 შემთხვევა,
- აჭარა - 48,
- იმერეთი - 55,
- ქვემო ქართლი - 52,
- შიდა ქართლი - 22,
- გურია - 8,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 37,
- კახეთი - 49,
- მცხეთა-მთიანეთი - 7,
- სამცხე-ჯავახეთი - 9,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 577 საიდანაც: 2 612 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 420, აჭარაში - 161, იმერეთში - 343. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 674 პირი, მათ შორის, თბილისში - 307, აჭარაში - 46, იმერეთში -151. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი, მათგან თბილისში - 106, აჭარაში - 8, იმერეთში - 12. 579 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 356 - თბილისში, 218- აჭარაში. 5 386 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 29, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 6 ოქტომბრიდან - 23 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 876 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 187 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 745, პირი, აჭარაში - 779, იმერეთში - 1 060.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 361 484 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 347 653 პირი გამოჯანმრთელდა, 5 228 პაციენტი გარდაიცვალა.
სულ აცრილია 245 380 ადამიანი, დღიურად აცრილია 2 792


