მელია პარლამენტის დატოვებას არ გამორიცხავს
23/06/2021 18:05:24 პოლიტიკა
ენმ–ის ლიდერი ნიკა მელია პარლამენტის დატოვებას არ გამორიცხავს.
"მამუკა ხაზარაძის ინიციატივა ძალიან სერიოზულად განსახილველი ინიციატივაა. თუკი დაგვჭირდა ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების, სახელმწიფოს უახლოესი მეგობრების, ქვეყნის ქომაგების დამატებით ყურადღების მიპყრობა, ასეთ შემთხვევაში, ამ ნაბიჯზეც უნდა წავიდეთ", – განაცხადა მელიამ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტიდან გასვლას დააანონსა.


