IPSOS-ის კვლევა – არჩევნებში გადაწყვეტილების მისაღებად რა საკითხებს ასახელებენ რესპონდენტები
23/06/2021 17:17:59 საზოგადოება
დასაქმება, ეკონომიკა, სიღარიბე - მოსახლეობის აზრით, სწორედ ეს საკითხებია მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებში გადაწყვეტილების მისაღებად.
IPSOS-ის კვლევას, კითხვაზე, ქვემოთ მოყვანილი საკითხებიდან, რომელია თქვენთვის მნიშვნელოვანი არჩევნებში გადაწყვეტილების მისაღებად? (შესაძლებელია 3 პასუხი), მოსახლეობამ ასე უპასუხა:
- დასაქმება - 43%
- ეკონომიკა - 39%
- სიღარიბე - 29%
- ინფლაცია/ფასების ზრდა - 28%
- ჯანდაცვა - 25%
- განათლება - 22%
- პენსიები - 20%
- ლარის დევალვაცია - 15%
- ადამიანის უფლებები - 10%
- პანდემიის ეკონომიკური შედეგები - 8%
- ბრძოლა კრიმინალთან - 8%
- სახელმწიფო უსაფრთხოება - 7%
- ჯანდაცვა პანდემიის პირობებში - 6%
- საგარეო პოლიტიკა - 5%
- დემოკრატია - 5%.
კვლევა ჩატარებულია "მთავარი არხის" დაკვეთით ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ. გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით. სულ პირისპირ გასაუბრებით გამოკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის ათასი რესპოდენტი, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით იქნენ შერჩეულნი. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.


