მედია – მერკელსა და მაკრონს სურთ, პუტინი ევროკავშირის ლიდერების სამიტზე მიიწვიონ
23/06/2021 16:25:32 მსოფლიო
გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს სურს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევროკავშირის ლიდერების სამიტზე მიიწვიოს, - იუწყება "The Financial Times".
მისივე ცნობით, მერკელის ინიციატივას მხარს უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
"ბერლინში მიიჩნევენ, რომ 16 ივნისს ჟენევაში ჩატარებული აშშ-რუსეთის სამიტი შეიძლება, საფუძვლად დაედოს დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას", – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირისა და რუსეთის სამიტები 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ შეწყდა.


