Accentnews.ge
რუსული მხარე შავ ზღვაში ბრიტანული ხომალდისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ იუწყება

რუსული მხარე შავ ზღვაში ბრიტანული ხომალდისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ იუწყება

23/06/2021 11:45:42 მსოფლიო

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემმა შავ ზღვაში ბრიტანული სამხედრო ხომალდის, „დეფენდერის“ მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა,– იუწყება რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

რუსული მხარე ირწმუნება, რომ დღის პირველ ნახევარში ბრიტანულმა ხომალდმა რუსეთის საზღვარი გადალახა და ფიოლენტის კონცხთან ტერიტორიულ წყლებში სამი კილომეტრის სიღრმეზე შევიდა. ფიოლენტის კონცხი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარეობს.

მედია წერს, რომ სასაზღვრო საპატრულო გემმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი რუსულმა „სუ 24ემ“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა გამაფრთხილებელი დაბომბვა განახორციელა და ბრიტანული ხომალის მოძრაობის მიმართულებით ოთხი ბომბი ჩამოაგდო.

რუსული მედია წერს, რომ 12:23 საათზე ბრიტანულმა სამხედრო ხომალდმა ინციდენტის ადგილი დატოვა.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო რუსული მხარის ბრალდებას უარყოფს. კერძოდ, როგორც უწყება განმარტავს, ბრიტანული ხომალდი მოძრაობდა შავ ზღვაში, უკრაინის ტერიტირიული წყების გავლით საერთაშორისო ნორმების დაცვით.

ამასთან, როგორც ბრიტანული მხარე აცხადებს, გამაფრთხლებელი გასროლა ხომალდის მიმართულებით არ გახსნილა.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაიბარეს.

„დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ხომალდის მიერ რუსეთის ფედერაციის საზღვრების დარღვევის გამო ბრიტანეთის ატაშე რუსეთის თავდაცვის სამინისტროშია დაბარებული“, – განაცხადეს რუსეთის სამხედრო უწყებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S