Accentnews.ge
ხუთი ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა

ხუთი ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა

23/07/2019 14:52:48 სხვა, სამართალი

ყანდაურაში მომხდარი მკვლელობების საქმეზე დაკავებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს მეუღლის, შვილის, რძლისა და ორი ნათესავის მკვლელობის ბრალდება მკვლელობაში დახმარების მუხლით გადაუკვალიფიცირდა, – ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა.

დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ ომარ გამყრელიძის წინააღმდეგ მტკიცებულება არც მკვლელობის ნაწილში არსებობდა და არც ამჟამად არსებობს თანამონაწილეობასთან დაკავშირებით. 

„მკვლელი დაკავებული არ არის, არ არსებობს პირი, რომელიც ამბობს, რომ ომარ გამყრელიძე რამით, თუნდაც დაფარვით დაეხმარა მკვლელს. არსებობს მხოლოდ ვარაუდები, რომელიც არანაირ ფაქტს, მტკიცებულებებს არ ეფუძნება“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძემ შვილი, რძალი და ორი ნათესავი მოკლა. 76 წლის მეუღლეს კი თავის არეში ესროლა. დაშავებული ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და ერთი კვირის წინ გარდაიცვალა.

ბრალდებულის ერთ-ერთ შვილს ნოდარ გამყრელიძეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. შვილიშვილი კი მომხდარიდან რამდენიმე დღეში იარაღის უკანონო შეძენა- შენახვის ბრალდებით დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S