უბედურ შემთხვევას „ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე ემსხვერპლა
23/06/2021 11:03:53 საზოგადოება
გარდაიცვალა „ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე,– იუწყება „რუსთავი 2“.
ამავე წყაროს ცნობით, უბედური შემთხვევა რაჭაში მოხდა, სადაც ბაკურაძე დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.
ონის მერიის ინფორმაციით, შქმერში გზა ჩავარდა, რის შედეგადაც ზურაბ ბაკურაძე, რომელიც ტერიტორიაზე ქვეითად გადაადგილდებოდა, ხევში ჩავარდა.


