Apple Daily-ის დახურვა ჰონგ-კონგში პრესის თავისუფლებისთვის მძიმე დარტყმად ფასდება
23/06/2021 10:44:55 მსოფლიო
ჰონგ-კონგის უდიდესმა პროდემოკრატიულმა გაზეთმა Apple Daily მიმდინარე კვირის განმავლობაში იხურება. მიზეზად „ჰონგ-კონგში ამჟამად შექმნილი გარემოებების გამო“: გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა Apple Daily-ის მთავარი რედაქტორისა და გაზეთის ხელმძღვანელობიდან ხუთი პირის დაპატიმრება, რომელთაც ეროვნული უსაფრთხოების კანონის დარღვევას ედავებიან. გარდა ამისა, ხელისუფლებამ გაყინა 2,3 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები, რომლებსაც პოპულარულ გაზეთთან დაკავშირებული კომპანიები ფლობენ. არგუმენტად Apple Daily-ის მიერ გამოქვეყნებული ათობით სტატია სახელდება, რომელთაც ხელისუფლება წარმოაჩნებს „შეთქმულების საბუთად“ ჰონგ-კონგისა და ჩინეთის წინააღმდეგ უცხოური სანქციების დაწესებისთვის.
გაზეთის მფლობელი, მილიარდერი ჯიმი ლაი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება პროდემოკრატიულ საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობისთვის, რომელიც ჰონგ-კონგში 2019 წელს იმართებოდა. გარდა ამისა, მას ბრალად ეროვნული უსაფრთხოების კანონის დარღვევაში ედება, მათ შორის, უცხო ქვეყანასთან გარიგებაში.
კრიტიკოსების შეფასებით, ხელისუფლება ეროვნული უსაფრთხოების სადავო კანონს, რომელიც გასულ წელს შევიდა ძალაში, განსხვავებული აზრის ჩახშობისთვის იყენებენ. რაც შეეხება Apple Daily-ის დახურვას, აღნიშნული პრესის თავისუფლებისთვის მძიმე დარტყმად ფასდება.


