Accentnews.ge
გახელაძის მხარდამჭერი მსხვევლობა გაიმართა

გახელაძის მხარდამჭერი მსხვევლობა გაიმართა

23/06/2021 09:53:21 საზოგადოება

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია-მსვლელობა გაიმართა.

მსვლელობისთვის თბილისიდან ჩავიდნენ აქტივისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოქალაქეები.

ოჯახის წევრების განცხადებით, ისინი აპირებდნენ ავტობანის გადაკეტვას, ხოლო დაკავებულის მამა გეგმავდა გამყოფ ხაზს მიღმა გადასვლას, რათა დაეკავებინათ და იმავე ციხეში მოხვედრილიყო, სადაც მისი ვაჟია, მაგრამ როგორც გაირკვა, გეგმა დღეს დილით შეიცვალა, მას შემდეგ, რაც პროცესში საპატრიარქო ჩაერთო.

22 ივნისს მეუფე ანდრია და მეუფე დამიანე გახელაძეების ოჯახში იმყოფებოდნენ. სახლის დატოვების შემდეგ მეუფე ანდრიამ თქვა, რომ ილია მეორე რუსეთის პატრიარქს გახელაძის გათავისუფლებაში დახმარების თხოვნით წერილს გაუგზავნის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S