Accentnews.ge
ვინ მოხვდება რადაში: ცსკო–მ ბიულეტენების 96%-ზე მეტი დათვალა

ვინ მოხვდება რადაში: ცსკო–მ ბიულეტენების 96%-ზე მეტი დათვალა

23/07/2019 14:30:00 სხვა, მსოფლიო

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის უკანასკნელი მონაცემებით, მეცხრე მოწვევის რადაში ხუთი პარტია მოხვდება. მონაცემებს ცსკო ბიულეტენების 96%-ზე მეტის დათვლის საფუძველზე აქვეყნებს და შედეგები ასე გამოიყურება: პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურს“ 43,12% აქვს; პრორუსულ „ოპოზიციურ პლატფორმას სიცოცხლისთვის“ – 13,05%; პარტია „ბატკივშინას“ – 8,17%; „ევროპულ სოლიდარობას“ – 8,12%; პარტია „ხმას“ – 5,84%. რაც შეეხება საქარველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტიას, მან ბარიერი ვერ გადალახა.  

პარტია „ხალხის მსახურში“ აცხადებენ, რომ თუ უკრაინის პრეზიდენტის პარტია ახალ რადაში 426-ზე მეტ დეპუტატს შეიყვანს, მაშინ მას კანონით კოალიციის ფორმირება აეკრძალება. შესაბამისად, ის დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს მინისტრთა კაბინეტს.

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს გაიმართა. მეცხრე მოწვევის რადა პირველ სხდომას აგვისტოს ბოლოს გამართავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S