Accentnews.ge
თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

23/06/2021 06:49:28 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 773 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 575 პირი გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ჩატარდა 37 923 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 636, „პისიარ“ ტესტით – 17 287.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,04 %, ბოლო 14 დღის – 2,42 %, ბოლო შვიდი დღის – 2,49 %.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 773 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა,

  • აჭარა - 24,
  • იმერეთი - 69,
  • ქვემო ქართლი - 50,
  • შიდა ქართლი - 29,
  • გურია - 3,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50,
  • კახეთი - 59,
  • მცხეთა-მთიანეთი - 5,
  • სამცხე-ჯავახეთი - 11,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 799 საიდანაც: 2 633 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 428, აჭარაში - 171, იმერეთში - 348. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 674 პირი, მათ შორის, თბილისში - 304, აჭარაში - 48, იმერეთში -150. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 174 პირი, მათგან თბილისში - 113, აჭარაში - 8, იმერეთში - 12. 583 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 357 - თბილისში, 218- აჭარაში. 5 583 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 29, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 6 ოქტომბრიდან - 22 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 872 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 619 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 837, პირი, აჭარაში - 829, იმერეთში - 1 119.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 360 828 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 346 792 პირი გამოჯანმრთელდა, 5 211 პაციენტი გარდაიცვალა.

სულ აცრილია 242 451 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 957.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S