რუსეთი: "მოვუწოდებთ აშშ-სა და მის მოკავშირეებს, შეაჩერონ სამხედრო ოპერაციები შავ ზღვაში"
23/06/2021 06:30:33 მსოფლიო
რუსეთი მოუწოდებს შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს, შავ ზღვაში სამხედრო ოპერაციების ჩატარებისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ შეერთებულ შტატებში რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც დიპლომატიურ უწყებაში აცხადებენ, სამხედრო წვრთნები ინციდენტების რისკს ზრდის და კიევის მილიტარისტულ ამბიციებს ახალისებს.
”სამხედრო წვრთნების "SeaBreeze" მასშტაბი და აშკარად აგრესიული ხასიათი არანაირად არ შეესაბამება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საჭიროებებს. ის ზრდის გაუთვალისწინებელი ინციდენტების რისკს და კიევის მილიტარისტულ ამბიციებს ახალისებს”, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.


