Accentnews.ge
ფაუჩი: "ვაქცინები „კოვიდ-19“-ის ინდური შტამის წინააღმდეგ ეფექტურია"

ფაუჩი: "ვაქცინები „კოვიდ-19“-ის ინდური შტამის წინააღმდეგ ეფექტურია"

23/06/2021 06:18:39 მსოფლიო

აშშ–ში ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაფიქსირებული კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების 20% ვირუსის ინდურ, დელტა ვარიანტს უკავშირდება,– იუწყება „დოიჩე ველე“ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები „კოვიდ-19“-ის ინდური შტამის წინააღმდეგ ეფექტურია.

ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენი ფსაკმა განაცხადა, რომ მთავრობა ვერ ახერხებს პრეზიდენტ ბაიდენის დაპირების შესრულებას, რომ 4 ივლისისთვის ზრდასრული მოსახლეობის 70% ვაქცინის თუნდაც ერთი დოზით იქნებოდა აცრილი.

მისი თქმით, ვაქცინის გაკეთების აუცილებლობაში 18-დან 26 წლამდე ადამიანების დარწმუნება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ხანდაზმულების. ფსაკის განცხადებით, ამერიკის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ მოსახლეობა ვაქცინის გაკეთების აუცილებლობაში დაარწმუნოს.

გარდა ამისა, როგორც "როიტერი" წერს, ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ "ასტრაზენეკას" ვაქცინა ინდური შტამის წინააღმდეგ ეფექტურია.

მეცნიერებმა შეისწავლეს, როგორ ანადგურებს დელტა და კაპპა ვარიანტებს ვაქცინირებული ადამიანების სისხლში არსებული მონოკლონური ანტისხეულები.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინები დელტა ვარიანტის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას 90%-ით ამცირებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S