ანგელა მერკელმა ვლადიმირ ზელენსკი ბერლინში მიიწვია
22/06/2021 20:42:22 მსოფლიო
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში მიიწვია,– იუწყება უკრაინული მედია.
ამავე წყაროს ცნობით, ზელენსკისა და მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებსა და დონბასში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დააკონკრეტა, რომ ის ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში 12 ივლისს ჩავა.
ივლისში ზელენსკის თეთრ სახლშიც ელოდებიან.


