Accentnews.ge
მეუფე ანდრია: „ილია მეორე რუსეთის პატრიარქს გახელაძის გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვს“

მეუფე ანდრია: „ილია მეორე რუსეთის პატრიარქს გახელაძის გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვს“

22/06/2021 18:40:50 საზოგადოება

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ ზაზა გახელაძის ოჯახს წმინდა სინოდის წევრები – სამთავისისა და კასპის მეუფე დამიანე და ათენისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია შეხვდნენ.

როგორც სეხვედრის შემდეგ მეუფე ანდრიამ განაცხადა, ოჯახმა თხოვნით მიმართა პატრიარქ ილია მეორეს, შუამდგომლობა გაეწია რუსულ ეკლესიასთან, რადგან გახელაძე საოკუპაციო ძალების ტყვეობაში იმყოფება.

„პატრიარქმა განიხილა მათი თხოვნა და თანხმობა განაცხადა, რომ მისი სახელით რუსული ეკლესიის წინამძღოლს გაეგზავნოს შუამდგომლობა თხოვნით ზაზა გახელაძის უპირობო გათავისუფლების თაობაზე“, - აცხადებს მეუფე ანდრია.

ზაზა გახელაძე გასული წლის 11 ივლისს ოკუპანტებმა დაჭრეს და დააკავეს “საზღვრის” დარღვევისთვის. მოგვიანებით ბრალი წაუყენეს ჯარისკაცის მკვლელობის მცდელობაშიც დასდეს და 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

ოჯახი ამ დრომდე უშედეგოდ ელოდა გახელაძის გათავისუფლებას, მათ შორის, ერთ–ერთ არგუმენტად პრემიერ–მინისტრის დანაპირებიც სახელდებოდა. მას შემდეგ, რაც ოჯახმა იმედები ამოწურა, აქციები დააანონსა. პროტესტი ხვალიდან დაიწყება. პროტესტის ფარგლებში გახელაძის მამა საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას გეგმავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S