
გორში გუშინ დაშავებული მუშა კლინიკაში გარდაიცვალა
23/07/2019 13:50:54 სხვა, სამართალი
გორში, გუშინ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დშავებული მუშა, ცოტა ხნის წინ კლინიკაში გარდაიცვალა, – იუწყება რადიო “მოზაიკა".
უბედური შემთხვევა გორში გუშინ მოხდა. 58 წლის მამაკაცი სამსახურის მანქანის საბარგულიდან გადმოვარდა. ის გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი იყო. ნუგზარ ლამაზოღლი შემთხვევის ადგილიდან “გორმედის” რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.