იტალიაში ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
22/06/2021 15:38:31 მსოფლიო
იტალიაში ღია სივრცეში პირბადის ტარება 28 ივნისიდან სავალდებულო აღარ იქნება, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ქუჩებში გასულმა იტალიელებმა პირბადეები თან უნდა იქონიონ და დახურულ სივრცეებსა და ხალხმრავალ ადგილებში გამოიყენონ.
აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება ძალაში მომავალი ორშაბათიდან შევა, როდესაც, სავარაუდოდ, მთელი ქვეყანა „კორონავირუსის გავრცელების თეთრ ზონად" გამოცხადდება, რაც ყველაზე დაბალი საფეხურია იტალიის მიერ დაწესებულ 4-დონიან სისტემაში.
იტალიის 20 რეგიონიდან 19 „თეთრ ზონად“ უკვე გამოცხადებულია და გამონაკლისი მხოლოდ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე პატარა რეგიონი ვალე-დ’აოსტაა, რომელიც ჯერჯერობით „ყვითელ ზონად“ მიიჩნევა.


