ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაუქმდა
22/06/2021 14:30:57 საზოგადოება
2021 წლის ზაფხულში ანაკლიაში 9-22 აგვისტოსთვის დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves 2021 გაუქმდა.
"დიდი სურვილისა და შემართების მიუხედავად, წელს ანაკლიაში შეგხვედროდით, სამწუხაროდ, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი კოვიდ ვითარება ამის საშუალებას არ გვიტოვებს. Echowaves-ის გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ფესტივალი 2021 წლის 19-22 აგვისტოს აღარ ჩატარდება. Echowaves 2022 წლისათვის გადაიდო", - ვკითხულობთ ფესტივალის ოფიციალურ ფეისბუქ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ორგანიზატორები, მათ, ვისაც აქვს მულტიპასი, მიმართავს:
- შესაძლებელი იქნება მისი შენახვა და 2022 წელს გამოყენება;
- შესაძლებელია ბილეთის ღირებულების დაბრუნება (თანხის მისაღებად გადადით www.tkt.ge-ს მიერ მულტიპასის შეძენის დროს მეილსა და მობილურის ნომერზე გადმოგზავნილ ლინკზე და მიჰყევით ინსტრუქციას). ბილეთის ფასის დაბრუნების მსურველებისთვის ლინკი 21 ივნისიდან 21 ივლისამდე იმუშავებს;
- თუ მოცემულ თარიღებში ბილეთებს უკან არ დააბრუნებენ, მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება 2022 წლის ფესტივალზე.
"Echowaves 2022 წლის 18-21 აგვისტოს ჩატარდება. მალე შევხვდებით ანაკლიაში!" - აცხადებენ ორგანიზატორები.


