მედია: სარკოზის პატიმრობა ემუქრება
22/06/2021 12:52:55 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტს (2007-2012 წლებში) ნიკოლა სარკოზის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეზე პატიმრობა ემუქრება, – იუწყება „ევრონიუსი“.
არსებული ინფორმაციით, დასრულდა სასამართლო ძიება, რომელზეც უნდა გარკვეულიყო, დაარღვია თუ არა სარკოზიმ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონები.
როგორც „ევრონიუსი“ წერს, განაჩენი მოგვიანებით გამოცხადდება, პროკურორმა კი ექვსთვიანი პატიმრობა და ექვსთვიანი პირობითი მსჯავრი მოითხოვა. თავად სარკოზი ბრალდებას უარყოფს.
სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ სარკოზიმ 2012 წლის კამპანიის დაფინანსებისთვის კანონიერ ზღვარზე ორჯერ მეტი დახარჯა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი მიმდინარე წელს კორუფციისა და გავლენით ვაჭრობის საქმეში დამნაშავედ ცნეს. გადაწყვეტილება სარკოზიმ გაასაჩივრა.


