Accentnews.ge
აშშ-მა ავღანეთიდან გასვლის ტემპი შესაძლოა, შეანელოს

აშშ-მა ავღანეთიდან გასვლის ტემპი შესაძლოა, შეანელოს

22/06/2021 12:32:31 მსოფლიო

აშშ-მა ავღანეთიდან გასვლის ტემპი შესაძლოა, შეანელოს. მიზეზად „თალიბანის“ სწრაფი გაძლიერება სახელდება.

როგორც პენტაგონის პრეს–სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, ავღანეთიდან გასვლის ბოლო ვადა კვლავ 11 სექტემბერია, თუმცა ამერიკული კონტინგენტის გამოყვანის ტემპი შესაძლოა, შეიცვალოს.

მისივე თქმით, ”ავღანეთში ვითარება შეიცვალა, რადგან თალიბები განაგრძობენ თავდასხმების განხორციელებას".

ბოლო თვის განმავლობაში თალიბებმა შეტევები გაააქტიურეს და ქვეყნის 30-ზე მეტ ოლქზე კონტროლი დაამყარეს. „თალიბანი“ აცხადებს, რომ დაჯგუფებამ ჩრდილოეთით მდებარე ყუნდუზის პროვინციაზე სრული კონტროლი დაამყარა და ავღანეთის მთავრობამ მხოლოდ პროვინციის დედაქალაქი შეინარჩუნა.

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი აცხადებს, რომ სამთავრობო ძალებს ვითარების სრული კონტროლი შეუძლიათ. თუმცა ბევრი პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ავღანეთიდან აშშ–სა და ნატო–ს გამოსვლის შემდეგ ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ ქვეყანა "თალიბანის" კონტროლის ქვეშ მოექცევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S