"ბოლო 10 წლის განმავლობაში რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ NATO თავის წევრთა უსაფრთხოების ქოლგის ფუნქციას ვერ ასრულებს"
22/06/2021 08:29:22 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი NATO–ს რიგ წევრებს სირიაში ქურთი სამხედროების მხარდაჭერის გამო კიდევ ერთხელ აკრიტიკებს.
"ბოლო ათი წლის განმავლობაში რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ NATO თავის წევრთა უსაფრთხოების ქოლგის ფუნქციას ვერ ასრულებს. თურქეთი სრულად ასრულებს ალიანსის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, აცნობიერებს NATO-ს შენარჩუნების მნიშვნელობას, მიუხედავად მარტო დარჩენისა, იმ დროს, როდესაც მას დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა", – განაცხადა ერდოღანმა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, "ნატო-ს სამიტზე კიდევ ერთხელ გაიგეს, რომ ალიანსი თურქეთის გარეშე ვერ იარსებებს".
ცნობისთვის: თურქეთის ქურთების დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი "ქურთისტანის მუშათა პარტიას" (PKK) ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.


