Accentnews.ge
გამყრელიძე "ასტრაზენეკას" ვაქცინის დეფიციტზე: "მოწოდებაში სერიოზული შეფერხებაა"

გამყრელიძე "ასტრაზენეკას" ვაქცინის დეფიციტზე: "მოწოდებაში სერიოზული შეფერხებაა"

22/06/2021 07:54:28 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, "ასტრაზენეკის" ვაქცინის მოწოდების პროცესში გარკვეეული შეფერხება შეიქმნა, რის გამოც ქვეყანაში ვაქცინის დეფიციტია.

გამყრელიძის თქმით, "ასტრაზენეკის" ვაქცინები ივნისში უნდა შემოსულიყო, თუმცა ამ დროისთვის, დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, როდის იქნება ვაქცინა.

"მესამე შემოსვლა უნდა ყოფილიყო მაისის შუა რიცხვებში. შემდგომ, მოწოდების ვადა გადავიდა ივნისზე. ჯერ ივნისის დასაწყისში და შემდეგ დადასტურება იქნა, რომ მოგვეწოდებოდა ივნისის 22-ში. მოხდა ისე, რომ მოწოდებაში არის სერიოზული შეფერხება, რომელიც ბევრ ფაქტორთანაა დაკავშირებული. ამიტომ ჩვენ შეგვექმნა დაახლოებით 4-5 ათასამდე ასტრაზენეკის ვაქცინის დეფიციტი", – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება პირებს, ვინც "ასტრაზენეკას" ვაქცინაზე არიან დარეგისტრირებული, გამყრელიძე ამბობს, რომ მათ ვისაც პირველი დოზა უნდა მიეღო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი "სინოფარმის" ან "სინოვაკის" ვაქცინას შესთავაზებს, ხოლო მათთვის, ვისაც ვაქცინის მეორე დოზის გაკეთება უწევთ, შესაბამისი მარაგი აქვთ:

"პირველ დოზაზე ვინც იყო ჩაწერილი მათ შეიძლება შევთავაზოთ "სინოფარმით" ან "სინოვაკით" აცრა. ვინც ჩაწერილია და აქვთ მეორე აცრა 10-12 კვირის ფარგლებში, ყველა ეს ადამიანი აიცრება, რადგან დაახლოებით 1 600-მდე დოზა გვაქვს "ასტრაზენეკასი" და ისინი ყველა აიცრება. ვისაც დაჯავშნილი ჰქონდა პირველი აცრიდან 4-10 კვირამდე, მათ ოდნავ მოთმინებას ვთხოვთ და მათ მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია, თუ როდის შემოდის 43 ათასი დოზა ასტრაზენეკის".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S