"კომენდანტის საათის" მოხსნის მიუხედავად, რესტორნებს მუშაობის უფლება ღამის 12:00 საათამდე ექნებათ
22/06/2021 07:39:29 საზოგადოება
"კომენდანტის საათის" მოხსნის მიუხედავად, რესტორნებს მუშაობის უფლება ღამის 12:00 საათამდე ექნებათ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება სასტუმროს რესტორნებზეც და გასართობ დაწესებულებებზე.
„შეზღუდვა რჩება რესტორნების მიმართ. რესტორნები მხოლოდ ღამის 12:00 საათამდე იმუშავებენ. აღნიშნული დროის შემდეგ რესტორნები არ იმუშავებენ, იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, ცხადია, ღამის კლუბებს. ამასთან, მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება სასტუმროს რესტორნებზეც“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.


