
რომელი შეზღუდვები იხსნება საქართველოში
22/06/2021 07:17:02 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებული რიგი შეზღუდვები იხსენება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
იხსნება შემდეგი შეზღუდვები:
- დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება;
„დღეიდან პირბადის ღია სივრცეში ტარება სავალდებულო აღარ იქნება. პირბადის ტარება სავალდებულო დარჩება ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა
- 1 ივლისიდან "კომენდანტის საათი" უქმდება;
გადაადგილებაზე შეზღუდვა 2020 წლის 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ფეხით, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა იყო აკრძალული. 2021 წლის პირველი ივნისიდან კი, შეზღუდვის პერიოდი შემცირდა და 23 საათიდან დილის ოთხ საათამდე მოქმედებდა.