თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
22/06/2021 06:50:29 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 914 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 635 პირი გამოჯანმრთელდა, 24 პაციენტი გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 914 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 524 შემთხვევა,
- აჭარა - 47,
- იმერეთი - 87,
- ქვემო ქართლი - 63,
- შიდა ქართლი - 57,
- გურია - 4,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 42,
- კახეთი - 64,
- მცხეთა-მთიანეთი - 9,
- სამცხე-ჯავახეთი - 11,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 613 საიდანაც 2 698 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 452, აჭარაში - 176, იმერეთში - 364.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 678 პირი, მათ შორის, თბილისში - 304, აჭარაში - 51, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 174 პირი, მათგან თბილისში - 112, აჭარაში - 9, იმერეთში - 11.
605 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 - თბილისში, 222- აჭარაში.
5 310 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 32 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 28, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 6 ოქტომბრიდან - 21 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 870 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 681ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 988, პირი, აჭარაში - 902, იმერეთში - 1 119.


