„თელასი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
22/06/2021 06:14:27 საზოგადოება
„თელასი“ განმარტებას აკეთებს სმს შეტყობინებასთან დაკავშირებით, რომელიც კომპანიის აბონენტებმა მიიღეს.
კომოანიის განცხადებით, შეტყობინებაში მითითებული – მრიცხველის ჩვენების გაგზავნა სავალდებულო არ არის.
„თელასმა“ შექმნა ვებგვერდი მომხმარებლებისათვის Telasi-cveneba3006.telasi.ge, სადაც ერთჯერადათ მომხმარებელს შეუძლია, გამოაგზავნოს თავისი მრიცხველის ჩვენება 30 ივნისის მდგომარეობით. ეს მხოლოდ ერთჯერადია და არაა სავალდებულო. პირველი ივლისიდან მომხმარებლებს ელქტროენერგია მიაწვდის თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია („თელმიკო“), „თელასი“ მხოლოდ ელქტროქსელის ოპერირებას განახორციელებს. მომხმარებლებისათვის დადგენილი პროცედურები და წესები არ იცვლება, ჩვეულებრივი წესით გაგრძელდება მრიცხველის ჩვენების აღება და ელექტროენერგიის ქვითრების დაგზავნა“, – აცხადებენ კომპანიაში.


