Accentnews.ge
სტურუა: "რუსული თეატრები რომ ჩამოდიან, ტაშით ხვდებით და ჩვენზე რატომ გაქვთ ასეთი აღგზნება?"

სტურუა: "რუსული თეატრები რომ ჩამოდიან, ტაშით ხვდებით და ჩვენზე რატომ გაქვთ ასეთი აღგზნება?"

22/06/2021 05:53:14 საზოგადოება

საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილებისა, რუსთაველის თეატრის დასი რუსეთში მაინც გაემგზავრება. სანამ გასტროლებზე მსახიობები წავლენ, მოსკოვში უკვე გაფრინდა რეჟისორი რობერტ სტურუა.

სტურუა ემიჯნება საზოგადოების კრიტიკას და აცხადებს, რომ ხელოვნებას საზღვრები არ აქვს.

„წინასწარ მივდივარ სცენა რომ ვნახო როგორ მდგომარეობაშია, სადაც მსახიობები ჩამოვლენ 27 ივნისს და უნდა ითამაშონ. იცით რა მაკვირვებს? როცა რუსული თეატრები ჩამოდიან, მაშინ ტაშით ხვდებით და ჩვენზე რატომ გაქვთ ასეთი აღგზნება? მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად, რას აკეთებს საქართველო მაშინაც, როცა ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა რუსეთმა“,- განაცხადა სტურუამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S