Accentnews.ge
საქართველოსა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრებმა B, C ჰეპატიტებსა და COVID-19-ზე სეროპრევალენტობის მასშტაბური კვლევის დაწყების თაობაზე განაცხადეს

საქართველოსა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრებმა B, C ჰეპატიტებსა და COVID-19-ზე სეროპრევალენტობის მასშტაბური კვლევის დაწყების თაობაზე განაცხადეს

22/06/2021 05:44:52 საზოგადოება

საქართველოსა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრებმა B, C ჰეპატიტებსა და COVID-19-ზე სეროპრევალენტობის მასშტაბური კვლევის დაწყების თაობაზე განაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მტკიცე პარტნიორობა აკავშირებთ მრავალ სექტორში, მათ შორისაა ჯანდაცვის სფეროც. გუშინ საქართველოსა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრებმა B, C ჰეპატიტსა და COVID-19-ზე სეროპრევალენტობის მასშტაბური კვლევის დაწყება გამოაცხადეს. აღნიშნული კვლევა შეაფასებს C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის პროგრესს, ბ ჰეპატიტის იმუნიზაციით დადგენილი სამიზნეების მიღწევასა და SARS-CoV-2-ის გავრცელებას. აღნიშნული კვლევა, ასევე, დაეხმარება ჯანდაცვის პროფესიონალებს, განსაზღვრონ საქართველოში ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობა. საქართველოში ვირუსული ჰეპატიტის აღმოსაფხვრელად ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, – აცხადებენ საელჩოში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S