თეთრ სახლში განმარტავენ, რატომ შეფერხდა აშშ-ის მიერ სხვა ქვეყნებისთვის ვაქცინების გაზიარების პროცესი
22/06/2021 05:37:34 მსოფლიო
თეთრი სახლის პრეს–მდივანი ჯენ ფსაკი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ სხვა ქვეყნებისთვის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების გაზიარების შეფერხება ლოჯისტიკურ გამოწვევებს უკავშირდება.
„აღმოვაჩინეთ, რომ პრობლემა არა თავად მარაგებში, ჩვენ უამრავი დოზა გვაქვს მსოფლიოსთვის გასაზიარებლად, არამედ ლოჯისტიკაშია", – განაცხადა ფსაკიმ.
ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აშშ სხვა ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, ვაქცინის სულ 80 მილიონ დოზას გამოუყოფს.


