ფილიპინების პრეზიდენტი მოქალაქეებს, რომლებიც ვაქციანაციაზე უარს იტყვიან, დაპატიმრებით ემუქრება
22/06/2021 05:18:42 მსოფლიო
ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე თანამოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქციანაციაზე უარს იტყვიან, დაპატიმრებით ემუქრება.
„ირჩევთ ვაქცინაციას, ან თქვენი დაპატიმრება მომიწევს",- განაცხადა დუტერტემ სატელევიზიო მიმართვაში.
ცნობისათვის: ფილიპინებში წლის ბოლომდე 70 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია იგეგმება და ჯერ–ჯერობით სრულად ვაქცინირებული მხოლოდ 2.1 მილიონი მოქალაქეა.
ფილიპინებში, საერთო ჯამში, კოვიდ–ინფიცირების 1.3 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს 23 000 ადამიანი ემსხვერპლა.


