ჯანმო: "დაბალი შემოსავლის ქვეყნებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მარაგები იწურება"
22/06/2021 05:17:39 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების დიდ ნაწილს, რომელიც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს „კოვაქსის“ სქემის საშუალებით იღებს, პროგრამის გასაგრძელებლად საჭირო დოზები არ აქვს.
ჯანმო–ს უფროსი მრჩევლის, ბრიუს ეილვარდის თქმით, "კოვაქსის" პროგრამის ფარგლებში 131 ქვეყანას ვაქცინების 90 მილიონი დოზა მიაწოდეს, მაგრამ ეს მოსახლეობის ვირუსისგან დასაცავად საკმარისი არ არის.
მისი თქმით, დეფიციტის შესავსებად ზოგიერთმა ქვეყანამ ალტერნატიული გზების გამონახვა სცადეს.
„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები დაბალი შემოსავლის ქვეყნებისთვის მიმდინარე წლის ბოლომდე ვაქცინების 1 მილიარდამდე დოზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ, თუმცა კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს რაოდენობა საკმარისი არ არის. ჯანდაცვის ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ იმ რაოდენობის მოქალაქეების ვაქცინაციას, რაც პანდემიის დასრულებისთვისაა საჭირო, შეიძლება თვეები, ან წლებიც კი, დასჭირდეს.


