ვაკეში, საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი მოზარდი გარდაიცვალა
22/06/2021 04:52:18 საზოგადოება
თბილისში, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი გვიან ღამით გარდაიცვალა.
13 წლის მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სახლში, საიდანაც ბავშვი გადმოვარდა სამართალდამცველები გვიანობამდე მუშაობდნენ, საქმეზე მიმდინარეობას გამოძიება.
მომხდარის დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.


