Accentnews.ge
ევროკავშირმა, აშშ-მა, ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსს დამატებითი სანქციები დაუწესეს

ევროკავშირმა, აშშ-მა, ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსს დამატებითი სანქციები დაუწესეს

21/06/2021 17:11:33 მსოფლიო

ევროკავშირმა, აშშ-მა, ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსს დამატებითი სანქციები დაუწესეს.

ევროკავშირის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანქციები შეეხება 8 ბელარუსულ კომპანიასა და 78 ფიზიკურ პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან „ბელარუსში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოებაზე, დემოკრატიულ ოპოზიციასა და ჟურნალისტებზე ძალადობრივ რეპრესიებზე“.

გარდა ამისა, ახალი სანქციები დაუწესდათ შვიდ პირსა და ერთ დაწესებულებას, რომლებიც დაკავშირებულნი არიან 23 მაისს მომხდარ ინციდენტთან, როცა Ryanair-ის თვითმფრინავი მინსკში იძულებით დასვეს და ბელარუსი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი დააკავეს.

ამასთან, ევროკავშირის საბჭოში განაცხადეს, რომ „ე.წ. შავ სიაში მოხვდა რამდენიმე ცნობილი ბიზნესმენიც, რომელიც მხარს უჭერს ლუკაშნეკოს რეჟიმს“.

ამჟამად ევროკავშირის სანქციები სულ 166 პირსა და 15 კომპანიას ეხება. სანქციები გულისხმობს ფინანსური აქტივების გაყინვას, ფინანსური საქმიანობების შეზღუდვას ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე აკრძალვას.

აშშ-მა "შავ სიაში" შეიყვანა ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი და შინაგანი ჯარიც. საერთო ჯამში სანქციები დააწესეს 16 ფიზიკური პირისა და ხუთი უწყების წინააღმდეგ. ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები ასევე დააწესა კანადამ და დიდმა ბრიტანეთმაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S