Accentnews.ge
ისრაელის ახალმა პრემიერმა ღაზას სექტორიდან პროდუქციის ექსპორტი დაუშვა

ისრაელის ახალმა პრემიერმა ღაზას სექტორიდან პროდუქციის ექსპორტი დაუშვა

21/06/2021 14:13:20 მსოფლიო

ისრაელმა ღაზას სექტორიდან შეზღუდული რაოდენობის კომერციული პროდუქციის ექსპორტი დაუშვა.

„როიტერი“ სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ შეზღუდვები ორი-სამი დღის განმავლობაში მოიხსნება და ღაზას სექტორიდან სოფლის მეურნეობისა და ტექსტილის პროდუქციის ექსპორტს შეეხება.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება ახალი პრემიერ-მინისტრის ნაფტალი ბენეტის ოფისმა მიიღო და ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება.

ისრაელი ღაზას სექტორის საზღვარს მკაცრად აკონტროლებს, დაჯგუფება „ჰამასიდან“ მომავალი საფრთხის გამო. საზღვრის დაცვა მაისში მიმდინარე შეტაკებების დროს კიდევ უფრო გამკაცრდა.

გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან საუბრისას, დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერმა იაჰია ალ-სინვარმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნა საკმარისი არ არის და შესაძლებელია, დაპირისპირება კვლავ განახლდეს. გარდა ამისა, ალ-სინვარმა ისრაელი ყატარის დახმარების შეჩერებაში დაადანაშაულა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში აფინანსებს ღაზას სექტორის რეკონსტრუქციის პროექტებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S