„ლევადა-ცენტრი“: "რუსეთში სტალინი უფრო პოპულარულია, ვიდრე პუტინი"
21/06/2021 13:05:01 მსოფლიო
საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთში ყველაზე უფრო პოპულარულ ისტორიულ პიროვნებად რჩება. „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის შედეგების თანახმად, ასეთი პოზიცია აქვს გამოკითხულ რესპონდენტთა 39%–ს; ხოლო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მაჩვენებელი, ბოლო ანალოგიური გამოკითხვიდან 4 წლის თავზე 34%-დან ორჯერ შემცირდა და ამჟამად კრემლის ლიდერი 15 %-ით ისტორიულ პირთა სიაში მეხუთე ადგილს იკავებს.
„ლევადა-ცენტრის“ გამოკითხვის თანახმად, სტალინის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა ვლადიმირ ლენინი - მას ყველაზე უფრო გამოჩენილ პიროვნებად გამოკითხული რუსების 32% მიიჩნევს. შემდეგ მოდიან ალექსანდრ პუშკინი (29%) და პეტრე პირველი (19%).


