Accentnews.ge
თელავში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თელავში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

21/06/2021 12:14:25 საზოგადოება

18-19 ივნისს თელავის სასტუმრო „ესკიზში“ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ღონისძიებაზე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, მედიის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა მიიღეს მონაწილეობა. ორდღიანი გასვლითი ტურის მიზანი, სააგენტოს მიერ ქვეყნის მასშტაბით, ასევე საზღვარგარეთ განხორციელებული დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობადობის ამაღლება იყო.

საინფორმაციო შეხვედრა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა გახსნა. ნინო ველთაურის თქმით, დაინტერესებული მხარეების თანამონაწილეობა და აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია სამიზნე სეგმენტის ინფორმირებისა და გააქტიურებისთვის. სააგენტოს დირექტორმა შეხვედრის მონაწილეებს დასაქმების ხელშემწყობი პროგრამების, სერვისებისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. მედიის, პარტნიორი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით საუკეთესო გამოცდილების, პრობლემებისა და მათი დაძლევის გზების გაზიარება მოხდა და ახალი რეკომენდაციები შემუშავდა.მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობებისა და მიმდინარე პროგრამების შესახებ. მსჯელობა გაიმართა მომსახურების სტანდარტებზე და მათი განვითარების სამომავლო გეგმებზეც.

სააგენტოს ინიცირებული შეხვედრა დასაქმების თემებით დაინტერესებულ მხარეებთან საჭირო და დროული იყო.სააგენტოს შრომითი მიგრაციის დეპარტამენტის უფროსმა ნატალია ჩუბინიძემ სტუმრებს სააგენტოს მიერ განხორციელებულ საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების სახელმწიფოთაშორისი სქემების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. დაისვა კითხვები და გაიმართა დისკუსია.ღონისძიების დასასრულს შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S