სინოპტიკოსები საქართველოში ცხელ დღეებს პროგნოზირებენ და ტყის ხანძრებს არ გამორიცხავენ
21/06/2021 11:48:24 საზოგადოება
სინოპტიკოსები საქართველოში ცხელ დღეებს პროგნოზირებენ და ტყის ხანძრებს არ გამორიცხავენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21-23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა: აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 33, 38, მთიან რეგიონებში 31, 36 გრადუსი.
"24 ივნისიდან 1 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში შესაძლებელია 38 გრადუსს გადააჭარბოს. მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ–ერთი ხელშემწყობი პირობაა", – აცახდებენ სააგენტოში.


