Accentnews.ge
კახეთში, შირაქის მინდვრებში ხანძარი გაჩნდა

კახეთში, შირაქის მინდვრებში ხანძარი გაჩნდა

21/06/2021 11:04:01 საზოგადოება

კახეთში, შირაქის მინდვრებში ხანძარი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟების დროული და ოპერატიული რეაგირების შედეგად მინდორში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 8 ეკიპაჟი მუშაობდა.

თვითმხილველების თქმით, ცეცხლი ეკიდა რამდენიმე ფერმერის მიწას, სადაც ქერისა და ხორბლის მოსავლის ნაწილი ჯერ–ჯერობით აღებული არ იყო.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S