გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის მეცნიერ-ასისტენტი დააკავეს
21/06/2021 10:01:52 მსოფლიო
გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს,- იუწყება „ევრონიუსი“.
გერმანიის პროკურატურის განცხადებით, დაკავებულია ერთ-ერთი გერმანული უნივერსიტეტის მეცნიერ-ასისტენტი, რომელიც სამეცნიერო და ტექნიკური დარგის პროფესურასთან მუშაობდა.
პროკურატურის თქმით, 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ივნისამდე, ეჭვმიტანილი სულ მცირე სამჯერ შეხვდა რუსეთის საგარეო საიდუმლო სამსახურს და ფულადი ანგარიშსწორების სანაცვლოდ ინფორმაცია გადასცა.


