Accentnews.ge
„ბენზინი გადაისხა“ – ზაზა გახელაძის დედამ თვითმკვლელობა სცადა

„ბენზინი გადაისხა“ – ზაზა გახელაძის დედამ თვითმკვლელობა სცადა

21/06/2021 09:45:07 საზოგადოება

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დატყვევებული ზაზა გახელაძის მამის მიხეილ გახელაძის განცხადებით, მისმა მეუღლემ სუიციდი სცადა.

"მეუღლემ ბენზინი გამოიტანა და გადაისხა. რძალს და ბიძაშვილის ცოლს რომ არ დაენახათ, დღეს ჩემი მეუღლე ცოცხალი აღარ იქნებოდა", - განაცხადა ზაზა გახელაზის მამამ.

გახელაძეები სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობაზე საუბრობენ.

"ოჯახი დამოკიდებულები ვიყავით მთავრობაზე, რომ ჩემი შვილის საქმეზე რაღაც ბერკეტს გამონახავდნენ. ამის გამო გადავწყვიტეთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა, გამოგვეხმაურნენ სუს-ის წარმომადგენლები, „ყველაფერს გავაკეთებთ და ზაზას ოჯახში დავაბრუნებთო“, მაგრამ მე-12 თვე დაიწყო და დაპირება დაპირებად რჩება", - ამბობს ზაზა გახელაძის მამა.

გახელაძეებმა გატაცებული ოჯახის წევრის გასათავიუსფლებლად მთავროპბას ვადა 23 ივნისამდე მისცეს. ამ დღეს ის 34 წლის გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახი საპროტესტო აქციებს აანონსებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, არ დარჩენილა არც ერთი უმაღლესი ტრიბუნა, საერთაშორისო, ორმხრივი ურთიერთობის ფორმატი, სადაც ზაზა გახელაძის საკითხი არ ყოფილიყო წამოწეული განსაკუთრებული სიმწვავით.

„ზაზა გახელაძის ოჯახმა იცის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ყველა კონკრეტული ქმედების შესახებ. არ დარჩენილა არც ერთი უმაღლესი ტრიბუნა, საერთაშორისო ფორმატი, ორმხრივი ურთიერთობის ფორმატი, სადაც ზაზა გახელაძის საკითხი არ ყოფილიყო წამოწეული განსაკუთრებული სიმწვავით. ყველა ტრიბუნას, ყველა ფორმატს ვიყენებთ, რათა ზაზა გახელაძის თემა იყოს უმთავრესი.

გუშინ დავბრუნდი ერთ-ერთი დიდი ფორუმიდან, რომელზეც სამხრეთ კავკასიაში არსებულ გამოწვევებზე იყო საუბარი, ძალიან მწვავედ ვისაუბრე ამ თემაზე. ასევე, ევროკავშირთან ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, თვის ბოლოს გაიმართება ჟენევის მოლაპარაკებების მომავალი რაუნდი, სადაც ასევე ძალიან მწვავედ იქნება დაყენებული ზაზა გახელაძის საკითხი.

„საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქმე გვაქვს ოკუპანტ ქვეყანასთან. ქვეყანასთან, რომელიც არ ითვალისწინებს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ვიცი, რომ უსაფრთხოების სამსახური ძალიან აქტიურად არის ჩართული იმასთან დაკავშირებით, რომ აქციებმა, რომელიც დაგეგმილია, რაიმე პროვოკაცია არ გამოიწვიოს. პროვოკაციამ შესაძლებელია, მისცეს შემდგომი ზემოქმედების და ცუდად განვითარების შესაძლებლობა იგივე ოკუპანტ ქვეყანას და გამოიყენონ ეს პროვოკაცია მათი მიზნებისთვის, იმიტომ, რომ არ მოხდეს გათავისუფლება. მინდა, ზაზა გახელაძის ოჯახმა იცოდეს, რომ მივმართავ ყველა ზომას, მათ შორის არსებული ფორმატებით, ასევე ვმუშაობთ კულუარულად სხვა მიმართულებითაც, რომ მოხდეს გათავისუფლება. არსებობს რუსეთზე სხვადასხვა ზემოქმედების მექანიზმი და ბერკეტები, ამიტომ ესეც გააქტიურებულია ჩვენი პარტნიორების დახმარებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ქვედა კიდურის არეში დაჭრეს. ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. მართალია, სასამართლო პროცესზე რამდენიმე რუსმა ჯარისკაცმა უარყო, რომ გახელაძემ მათი მიმართულებით ისროლა, ე.წ სასამართლომ ის მაინც დამნაშავედ სცნო.

გახელაძემ ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი თქვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S